loader

რა არის ცნობილი რკინიგზის ყოფილ გენდირექტორზე, რომელზეც ძებნა გამოცხადდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი რკინიგზის ყოფილ გენდირექტორზე, რომელზეც ძებნა გამოცხადდა?

სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელ­ზე, და­ვით ფე­რა­ძე­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და - სუს-მა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ჯამ­ში 8 პირი მის­ცა. ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

საქ­მე ეხე­ბა სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის“ ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მიერ, მათი კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებს.

და­ვით ფე­რა­ძე რკი­ნიგ­ზის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს 2017 წლის 22 ნო­ემ­ბრი­დან იკა­ვებ­და. მან ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შეც­ვა­ლა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, რო­მე­ლიც იმა­ვე წლის 13 ნო­ემ­ბერს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად, მა­ლე­ვე კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის 2004 წლი­დან 2007 წლამ­დე "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში" სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ობ­და.

ფე­რა­ძე ცნო­ბი­ლი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ახლო კავ­ში­რე­ბით.

2007-2011 წლებ­ში ფე­რა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლის "ქარ­თუ ჯგუფ­ში“ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2014 წლი­დან 2017 წლამ­დე, იგი ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტის, შპს "მტკვა­რი ჰე­სის“ დი­რექ­ტო­რი იყო.

"მტკვა­რი ჰესი“ ერთ-ერთი ის პრო­ექ­ტია, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, "კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის საქ­მის“ გარ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას ბრა­ლი ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი­სათ­ვის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ნე­პო­ტიზ­მის ბრალ­დე­ბე­ბის გამო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, მათ შო­რის 2017-2018 წლებ­ში მისი ახლო მე­გობ­რის, მა­მუ­კა მერ­კვი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და შემ­დგომ­ში "GR Logistics & Terminals“-ის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნის გამო. ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წო­დებ­დნენ მთავ­რო­ბას, გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა ეს ნე­პო­ტიზ­მის საქ­მე, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ფე­რა­ძე არის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის და ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­ბან­კო საქ­მის ფა­კულ­ტე­ტე­ბის ბა­კა­ლავ­რი, ასე­ვე მას აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ხარ­კო­ვის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ფი­ნან­სებ­ში.

ჰყავს მე­უღ­ლე თა­მარ კა­ხა­ია და ორი შვი­ლი.

რა ქო­ნე­ბას ფლობს აწ უკვე ძებ­ნი­ლი ფე­რა­ძე?და­ვით ფე­რა­ძემ ბოლო ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2026 წლის 31 იან­ვარს აქვს ჩა­ა­ბა­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ის ფლობს 6 მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­სა და მარ­ნე­ულ­ში. არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2010 წელს 10 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. 2008 წელს 28 000 დო­ლა­რად ნა­ყიდ ბი­ნას თბი­ლის­ში. მისი მე­უღ­ლე თა­მარ კა­ხა­ია კი ფლობს 2 მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში. მი­სი­ვე სა­ხელ­ზე ასე­ვე ფიქ­სირ­დე­ბა 2025 წლი­ა­ნი TOYOTA RAV$, რო­მე­ლიც 100 255 ლა­რა­დაა შე­ძე­ნი­ლი.

და­ვით ფე­რა­ძე ფლობს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ებს. მათ შო­რის 2025 წელს შე­ი­ძი­ნა Galt & Taggart-ის 31 აქ­ცია.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ასა­ხუ­ლია მისი მე­უღ­ლის თა­მარ კა­ხა­ი­ას მიერ შპს ზიპ­ლა­ინ კა­უ­კა­სუს სა­ქარ­თვე­ლოს 40%-იანი წი­ლის ფლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2025 წელს მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 55 346 ლარი.

ფე­რა­ძემ გა­სულ წელს (იან­ვრი­დან-მა­ი­სამ­დე) რკი­ნიგ­ზის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტზე 60 163 ლარი მი­ი­ღო, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შპს ჯიარ ტრან­ზიტ ლა­ი­ნის და შპს ჯიარ ტრან­ზი­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კი 14 137 ლარი და 14 814 ლარი. ივ­ნი­სი­დან დე­კემ­ბრამ­დე შპს სი­ნათ­ლის ბიზ­ნეს გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ი­ღო 123 061 ლარი. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში უთი­თებ­და, რომ შევ­სე­ბის მო­მენ­ტშიც ამ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. განაგრძეთ კითხვა