loader

უმძიმესი ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა - Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა - Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო | ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. Tik-Tok

ლაივის შემდეგ, მოზარდმა მეორე ბიჭი საქმის გასარჩევად დაიბარა, ქუჩაში წიხლებით სცემა და პარალელურად ვიდეო გადაუღო. მათივე ცნობით, დაზარალებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული, მას კლინიკაში გადაუდებელი სამედიცინო კვლევები

ჩაუტარდა და ამ დრომდე წოლით რეჟიმში იმყოფება. გამოცემა წერს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3

ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.