loader

"სხვასთან გამოძახებული სასწრაფო შეესწრო ამ ავარიას....დედაც და ძმაც ძალიან ცუდად არიან. არ ვიცი, ცოცხლებზე ვინერვიულო თუ გარდაცვლილი ვიტირო" - ვარკეთილში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სხვასთან გამოძახებული სასწრაფო შეესწრო ამ ავარიას....დედაც და ძმაც ძალიან ცუდად არიან. არ ვიცი, ცოცხლებზე ვინერვიულო თუ გარდაცვლილი ვიტირო" - ვარკეთილში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის ბაიკერის, ელენე ექვთიმიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც თვითმხილველი ჩვენთან საუბარში ამბობს, გოგონა ვარკეთილში, ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც მას მანქანა შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.გოგონა ახმეტიდან იყო, თუმცა ბოლო დროს ძმასთან და დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მამა ემიგრაციაშია. ძალიან გაუჭირდა მასზე წარსულში საუბარი ელენეს ბავშვობის მეგობარს.

"ჩემთვის ელენე არასდროს გახდება მოგონება, ის მუდამ ჩემს გულში იცოცხლებს. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ეს დიდი ტკივილია ჩვენთვის. ელენე ძალიან გულიანი და თბილი ადამიანი იყო. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. სკოლაში, როცა მთელი კლასი „შატალოზე“ წავიდოდით, ხშირად თავის სახლში მივყავდით და უამრავი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს. არ ვიცი, ახლა იქ, სამძიმარზე როგორ მივიდე. ახმეტის მეორე საჯარო სკოლა ერთად დავამთავრეთ. დღესაც, როცა მასზე ვფიქრობ, სულ სიხარულით სავსე დღეები წარმომიდგება თვალწინ, ვერაფერს ვიხსენებ ნეგატიურს. ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ყველას მიმართ, საოცრად მზრუნველი, ძალიან ყურადღებიანი.

ელენე კარგად მართავდა მანქანასაც... როგორც ვიცი, დიდი ხანი არ არის, რაც ბაიკი ჰყავს. თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა კიდეც, არ ვიცი, ეს ტრაგედია როგორ დატრიალდა და რა მოხდა იქ. ვიცი მხოლოდ ის, რომ ჰუალინგის ტერიტორიაზე მომხდარა ეს საშინელება. ძალიან განვიცდი. ანგელოზი გახდა ჩვენი საყვარელი ელენე...სიტყვები არ მყოფნის...”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ელენეს თანაკლასელი ჯულია შუკაკიშვილი და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

სოციალურ ქსელში უამრავი ტკივილიანი სტატუსი დევს. ელენეს გულისტკივილით ემშვიდობებიან ახლობლები.

“ელენიკო, ეს რა ხანმოკლე ცხოვრებით იცხოვრე... სულ რაღაც 21 წელი... ტკივილიან მოგონებად დარჩი ჩვენში: სიცოცხლით, სილამაზით, ხალისით სავსე გოგო... შენი წილი სიყვარული და ტკივილი დაგვიტოვე ყველას... სულ რომ ჩქარობდი”, - წერს მისი ახლობელი.

„ულამაზესი და ძალიან ჭკვიანი გოგო იყო ჩვენი საყვარელი ელენე. ოჯახი ახმეტიდან არის, მაგრამ ელენე ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, თან მუშაობდა. ჩვენი ლამაზი ელენე მანქანას ძალიან კარგად მართავდა. წელს აიღო ჩუმად მართვის მოწმობა მოტოს კატეგორიაზე და მხოლოდ შემდეგ გაამხილა ეს ამბავი. თავისი ფულით უყიდია მოტოციკლი...

დედაც და ძმაც ძალიან ცუდად არიან. არ ვიცი, ცოცხლებზე ვინერვიულო თუ გარდაცვლილი ვიტირო. დედას ძალიან არ უნდოდა, რომ მის შვილს მოტოთი ევლო. დედას მისცა პირობა, სულ ცოტა ხანი და გავყიდიო... განაგრძეთ კითხვა