loader

ლედი გაგამ პრინცესა დიანას ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლედი გაგამ პრინცესა დიანას ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

ლედი გაგამ თავისი ახალი კომპოზიცია - Princess Die პრინცესა დიანას მიუძღვნა. მომღერალმა იგი პირველად მელბურნში Born This Way Ball-ტურნეს დროს შეასრულა.

სიმღერის ტექსტმა არაორაზროვანი გამოხმაურება ჰპოვა. მასში ლედი გაგა პრინცესა დიანას გარდაცვალებას და მის ხმაურიან პირად ცხოვრებას ეხმაურება. ერთ მონაკვეთში მომღერალი პროვოკაციულ ტექსტს მღერის: "მინდა, შემეძლოს, ჩემი მდიდარი ბოიფრენდის ლიმუზინით ვიარო, მან ხელი მთხოვოს ვარდისფერ ბრილიანტისთვლიანი ბეჭდით და ირგვლივ პაპარაცები გვეხვიოს..."

პრინცესა დიანა 1997 წელს ავტოკატასტროფაში თავის საყვარელ დოდი ალ ფაიედთან ერთად დაიღუპა. ცნობილია, რომ ავარიამდე ცოტა ხნით ადრე ალ ფაიედმა საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა.