loader

"დიდებული ადამიანი წავიდა" - ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდებული ადამიანი წავიდა" - ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა ავრცელებს.

"დიდებული ადამიანი წავიდა... თემურ უგულავა...

იშვიათად იბადებიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ წარმატებას ქმნიან, არამედ მთელი ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილსა და მომავალს ცვლიან.

მან შექმნა ადგილები, იდეები და სტანდარტები, რომლებმაც ჩვენი ქალაქი და საქართველო სხვა დონეზე აიყვანა.

მისი კვალი დარჩება იმ ყველაფერში, რაც შექმნა და იმ ადამიანებში, ვისაც შთააგონა.

ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს" - წერს ია ფარულავა.

თემურ უგულავას სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება, თემურ უგულავას მფლობელობაში იყო "აჭარა ჯგუფი", რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. ჯგუფის შემადგენლობაშია: "სტამბა", "რუმსის" ქსელი, "ჰოლიდეი ინნ", "ფაბრიკა".

ასევე იხილეთ: ცნობილია თემურ უგულავას გარდაცვალების მიზეზი - "რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, იტყვიან, რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა"