loader

როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილის მიმართვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილის მიმართვას?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინა ივანიშვილის მიამრთვას ეხმაურება.

"მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.

მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი.

რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა.

საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.

სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი - სამართალი.

ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა" - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა და მის მეუღლეს ეკატერინა ივანიშვილს მიმართა, მის გვერდით, როგორც შვილმკვდარი დედის გვერდით დამდგარიყო.