(+18)"ვაიმე, ვაიმე, ჩქარა სასწრაფო!" - ვრცელდება ნაძალადევში მომხდარი უმძიმესი ავარიის კადრები, სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ!
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გარდაიცვალა. მოქალაქეები წერენ, რომ შემთხვევა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს