ახალგაზრდული ორგანიზაციები უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ
პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური უწყებებისგან პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხში დახმარებას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ, რომ დიპლომატებმა ზეგავლენა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რათა მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება.
აროგორც აქციის მონაწილები აცხადებენ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების უმრავლესობა 2009 წლის 9 აპრილის აქციების დროს დააპატიმრეს. ჩიტაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ეს საკითხი მივიწყებულია და პოლიტიკოსებისგან მათ გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს.
მათივე თქმით, ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელი დაპირდა, რომ დაინტერესდებიან საკითხით.
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროკომისიის წარმომადგენლობის ოფისთან კარავიც გაშალეს და გააკრეს სლოგანები "HELP US". ასევე, გამოფინეს დაკავებული პირების, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილის, ვახტანგ მაისაიას და მელორ ვაჩნაძის ფოტოები.
მორიგ აქციას ისინი საფრანგეთის საელჩოსთან, 25 თებერვალს გეგმავენ.