შვილმა მამა მოკლა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
მარნეულში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივი გამოცემის, Aktual.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა მოკლა.
როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.