loader

ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე განცხადებას ავ­რცე­ლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე განცხადებას ავ­რცე­ლებს

ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავ­რცე­ლებს.

"სამ­შა­ბათს, 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა ნატა ვიბ­ლი­ა­ნის გა­მო­კი­თხვა. ნატა დე­ტა­ლუ­რად უპა­სუ­ხებს დას­მულ ყვე­ლა კი­თხვას. აღიდ­გენს ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქტს.

ჩემს გუნდთან ერ­თად გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რათა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დეს ამ უმ­ძი­მეს საქ­მე­ზე! ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და არა ჭო­რე­ბით. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან!

P.S. და­უშ­ვე­ბე­ლია, ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ტრა­გე­დია ვი­ღა­ცამ კუ­თხუ­რი შუღ­ლის გა­საღ­ვი­ვებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს! ვხე­დავ, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თა­ნა­დო დას­ჯით ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ სვა­ნე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი!

ნა­ტას ტრა­გე­დია არის არა მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის ან სოფ­ლის, არა­მედ- მთე­ლი ქვეყ­ნის ტრა­გე­დია. ყვე­ლას გა­სა­გო­ნად, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ - სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი პა­სუხს აგე­ბენ მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვად! ძა­ლი­ან მკაც­რად!" - წერს ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე.

ბოლო დღე­ებ­ში ნატა ვიბ­ლი­ა­ნის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი არ წყდე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქალი ბრალს რამ­დე­ნი­მე მა­მა­კაცს სდებს, რომ­ლებ­მაც ბავ­შვო­ბა­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და ამ­ბობს, რომ 14 წლის ასაკ­ში იმ­შო­ბი­ა­რა.