"ქალებზე ძალადობას ვგმობთ, მაგრამ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
ნანუკა ჟორჟოლიანი კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
"ქორწილი იყო.
ქართველი წყვილი ყველაზე ბედნიერ დღეს ირგებდა.
ამ დროს, რუსმა ღორმა , ადგა და ქართულ სუფრას შარდი გადაასხა. თურმე ხმაური აწუხებდა დაუპატიჟებელ სტუმარს.
ღორმა!
ამდენი გაბედა ამ ქვეყანაში!
ავიდნენ, უთხრეს ქცევა შეეცვალა და მოიქცა როგორც ნამდვილი შოვინისტი.
ქალებზე ძალადობას ვგმობთ, მაგრამ დაუ***სას პუტინს სუფრაზე!
იმედია ამ ბიჭის აგრესია იყო პასუხი ყველა რუსზე რომელიც თავს უფლებას აძლევს ამ ქვეყანას თავზე დაა***სას!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხათ.
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.