loader

"სკოლა წელს დაასრულა... გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით, ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო" - რას ამბობენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სკოლა წელს დაასრულა... გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით, ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო" - რას ამბობენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და გუ­შინ ვერაზე. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი - ნიკოლოზ ღუნაშვილი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ნიკოლოზ ღუნაშვილმა სკოლა წელს დაამთავრა.

"ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო. არ ვიცი რა დავწერო... უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით, ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!

სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი!

დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი" - წერს მაია კობახიძე.

კიდევ ერთი ახლობელი მაიკო ხირსელი წერს, რომ მკვლელობამდე, ბიჭები მანქანაში ისხდნენ.

"ღმერთო! გული მეგლიჯება - ჩემს ნიკოლოზს ძმაკაცი მოუკლა თურმე იმ ნაძირალა, ავაზაკმა ვერაზე! ყმაწვილობის წლები ერთად რომ გაატარეს; ვაი, შენს უბედურ დედას და მამას "ღუნა" 17 წლის!

მსხდარან ეს ბიჭები თავისთვის მანქანაში, მასხარაობდნენ ალბათ, თან ეროვნულ ჩაბარებულები და ჩააცალა მთელი აბოიმა, სრულიად უცხომ! მიზეზი-"რა გაცინებთო?!!!

რა ხდება, ღმერთო ჩემო! საგიჟეთია ჩვეულებრივი! რატომ არ არიან იზოლირებულნი ფსიქიურად დაავადებულები?! რატომაა გიჟი მართლაც თავისუფალი და თან იარაღით ?…" - წერს მაიკო ხირსელი