loader

რამ გამოიწვია საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შეწყვეტა და როდის აღდგება ის სრულად? - სახელმწიფო ელექტროსისტემა ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ გამოიწვია საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შეწყვეტა და როდის აღდგება ის სრულად? - სახელმწიფო ელექტროსისტემა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ამავე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებს ეტაპობრივად უბრუნდებათ.

პარალელურად, განცხადებაში აღინიშნება, რომ ავარიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსიების ნაწილი დეზინფორმაციას წარმოადგენს.

"დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს.

ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას" - წერია განცხადებაში.