რამ გამოიწვია საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა?
სახელმწიფო ელექტროსისტემა ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენას ცდილობს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ღამის 12 საათისთვის გაითიშა. გამომწვევი მიზეზი უცნობია, ვრცელდება ვერსიები, რომლებიც უწყების ცნობით, დეზინფორმაციას წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდებაც შეეზღუდა. გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.