ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება, რომელიც 16 წლის ბიჭის გმირობას ასახავს
ინტერნეტში დრამატული კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა ბიჭი ზღვაში, უდიდეს ტალღებში,დახრჩობის პირას მყოფი ბიჭის გადარჩენას. კადრები კალიფორნიის სანაპიროზეა გადაღებული.
როგორც მედია წერს, ყველაფერი ასე მოხდა - როცა ბავშვი ტალღებმა ჩაითრია, 16 წლის მაშველი, სახელად რაიდერი მის გადარჩენას ცდილობდა. დინებამ ორივე წაიღო, თუმცა რაიდერმა ბავშვს ხელი არ გაუშვა და ბოლომდე ცდილობდა ნაპირზე მის გამოყვანას.
შემთხვევის ადგილზე მყოფი რამდენიმე ადამიანი რაიდერის დახმარებას შეეცადა და წყლიდან მათ გამოსაყვანად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, თუმცა მძლავრმა ტალღებმა ისინი წააქცია და იძულებულნი გახდნენ, მცდელობა შეეწყვიტათ.
საბოლოოდ, რაიდერმა, რომელიც არ დანებდა, ბავშვი მართლაც გმირულად გამოიყვანა ნაპირისკენ, სადაც მას უკვე კიდევ ერთი მაშველი დაეხმარა.
თვითმხილველებმა ეს სამაშველო ოპერაცია ერთ-ერთ ყველაზე გმირულ საქციელად შეაფასეს, რაც კი ოდესმე ენახათ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო X-ზე დონალდ ტრამპის შვილმა, ერიკმაც გააზიარა და ხელისუფლებას რაიდერისთვის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს მინიჭებისკენ მოუწოდა.