დღეიდან ამინდი გაუარესდება - სად არის მოსალოდნელი ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ნისლი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი."შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.