როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტაძარში ქალიშვილის დასვენების უფლება არ მისცეს - "ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს"
სამეგრელოში 26 წლის ლანა ლატარიას გლოვობენ. ახლობლების ინფორმაციით, ქალი სეფსისით გარდაიცვალა. ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის მამა ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაში ბრძოლებს, საქართველოში ორი დღის წინ დაბრუნდა. გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაძარში ქალიშვილის დასვენების უფლება არ მისცეს, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
სასულიერო პირი, ექვთიმე სარალიძე, რომელიც ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების ტაძარში მსახურობს სოციალურ ქსელში წერს:
"ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ : 599887223 მღვდელი ექვთიმე სარალიძე".
ჩვენ დავუკავშირდით მამა ექვთიმეს, როგორც ის ამბობს მისი მიზანია ჭირისუფალს გვერდით დაუდგეს და ანუგეშოს. მისი თქმით, ლანა ლატარაიას ოჯახიდან ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.