loader

"ვაიმე, რას აკეთებს? არად სავსეა სანაპირო ხალხით...პოტენციური მკვლელია ჩვეულებრივად!" - ვრცელდება კადრები, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, რას აკეთებს? არად სავსეა სანაპირო ხალხით...პოტენციური მკვლელია ჩვეულებრივად!" - ვრცელდება კადრები, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

ურეკის სანაპიროდან გავრცელებული კადრები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ვიდეოში ჩანს, რომ ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს

"ამაზე ვინმე თუა პასუხისმგებელი, ან რამდენად აქვთ უფლება ასე მოიქცნენ, ან ვის უნდა მივმართო? მაშველებს უკვე მივმართე, მაგრამ სულ ფეხზე კიდიათ!!! პ.ს. პოსტის დადებიდან რამოდენიმე წუთში მოხდა რეაგირება, მოსული იყო პატრულიც და საზღვაო პოლიციაც, იმედია შედეგიც იქნება," - წესრ სოციალურ ქსელში მოქალაქე და კადრებს აქვეყნებს.

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს.

"სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ

ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს", - ნათქვამია განცახდებაში.