"ბათუმელმა გოგონამ ისლამი მიიღო" - "გადავწყვიტე, ოჯახის შექმნამდე მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი მომავალი მეუღლისთვის ეს ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა" - რას წერს თურქული მედია ქართველ ქალზე?
ზოგჯერ ცხოვრებისეული გარდატეხები სრულიად მოულოდნელად, შორს, სახლიდან ასობით კილომეტრის დაშორებით ხდება. ბათუმელმა ვალერია გურგენაძემ, რომელიც უკვე გარკვეული ხანია თურქეთში, გელიბოლუს ზღვის პროდუქტების საწარმოში მუშაობს, საკუთარ ცხოვრებაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა - წერს ადგილობრივი თურქული მედია.
დიდი ხნის ძიების, კითხვისა და დაკვირვების შემდეგ, ვალერიამ ისლამის მიღება გადაწყვიტა. გელიბოლუს მუნიციპალიტეტის სასულიერო ცენტრში გამართულ ცერემონიაზე მან ახალი სახელი - ლეილა აირჩია.ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ნაბიჯი პირად ცხოვრებაში დაგეგმილ სიახლეს დაემთხვა. ვალერია-ლეილა დაქორწინებას აპირებს, თუმცა რწმენის შეცვლა ქორწილამდე, სრულიად დამოუკიდებლად გადაწყვიტა: განაგრძეთ კითხვა