loader

"სახლში იყო ფარული მოსასმენები, ამ წუთში, რაც ხელთ მაქვს, არის ნია იმნაძის ტელეფონიდან აღდგენილი მასალები, არის ანძები, დეტალურები" - ეკა კუპატაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახლში იყო ფარული მოსასმენები, ამ წუთში, რაც ხელთ მაქვს, არის ნია იმნაძის ტელეფონიდან აღდგენილი მასალები, არის ანძები, დეტალურები" - ეკა კუპატაძე

ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში აცხადებს.

მისივე თმით, ანასტასია ბერუაშვილისთვის თავდასხმამდეც და თავდასხმის შემდეგაც ცნობილი იყო ყველაფერი.

„ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგას დაესხმებოდნენ თავს და იმ ღამესვე, ვიდრე ექიმი დაუსვამდა დიაგნოზს, მანამ იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიორგი რიკაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა იძალადეს გიგაზე და გიგა გაითიშა. ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. სხვათა შორის, ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი გუშინ, დააკავეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნია იმ­ნა­ძე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/117 მუხ­ლი მე­სა­მე "ლ" ქვე­პუნ­ქტით და­ა­კა­ვეს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე ჯგუ­ფუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.