loader

რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა გავრცელებულ ვიდეოზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა გავრცელებულ ვიდეოზე?

ვიდეო ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, დაველოდოთ პასუხს," - წერს გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი.

უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, 13 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და წარ­წე­რით: "მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ლო­მი­სა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“. ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ვი­დეო გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე."

და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ დე­დამ ვი­დე­ო­ში შვი­ლის ხმა ამო­იც­ნო.

"ბოლო წა­მებ­ზე ნამ­დვი­ლად ის­მის გან­წი­რუ­ლი ხმა: “კახა, არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი”. გუ­რა­მის დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ეს არის მისი შვი­ლის ხმა. ეს ვი­დეო 12 წლის წინ და­ი­დო იუ­თუბ­ზე... აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს და­დე­ბას ვა­პი­რებ­დით ორ­შა­ბა­თის­თვის.რად­გან “გა­ჟო­ნა”, ამი­ტომ დღეს მო­მი­წია ამ პოს­ტის და­წე­რა." - წერს კა­კა­ბა­ძე.