loader

რას ამბობს დაკარგული 17 წლის ბიჭის დედა ვიდეოკადრებზე, სადაც შვილის განწირული ვედრების ხმა ამოიცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ვიდეოს ნახვა ჩემთვის იყო სიკვდილი" - რას ამბობს დაკარგული 17 წლის ბიჭის დედა ვიდეოკადრებზე, სადაც შვილის განწირული ვედრების ხმა ამოიცნო

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭის, გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი "TV პირველთან" საუბრობს გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“.

გურამ დადიანიძის დედა აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერის ნახვა მისთვის უმძიმესი აღმოჩნდა.

მისი თქმით, თუ ვინმემ რაიმე ინფორმაცია იცის მისი შვილის შესახებ და დღემდე არ ამხელს, მისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია ამ ტვირთით ცხოვრება.

"ამ ვიდეოს ნახვა ჩემთვის იყო სიკვდილი. თუ რომელიმე მათგანი მიცქერის და უმნიშვნელო რამეც კი იცის ჩემი შვილის შესახებ და არ მეუბნება, არ ვიცი, როგორ ცხოვრობს“, – ამბობს ის.

დედა ყურადღებას ამახვილებს ვიდეოში გურამის ხმაზეც და აღნიშნავს, რომ 12 წლის შემდეგ პირველად მოისმინა ის ხმა, რომელმაც საკუთარი შვილის მდგომარეობა გაახსენა.

მისი თქმით, ვიდეოში ისმის ისეთი ინტონაცია, რომელიც მას იმ შემთხვევებს ახსენებს, როდესაც გურამს ცუდად გახდომისას ჰქონდა.

"ამ მომენტში გურის აქვს ცუდად გახდომის ხმა – უკვე რომ ეტირება, აღარ ხუმრობს. გურის ჩემი ხმა აქვს, იგივე მეორდება ამ ვიდეოში. რამდენჯერმე ჰქონია ასეთი მომენტი, როცა უნდა ეტირა ხოლმე და ზუსტად ეს ხმა გამახსენდა. 12 წლის შემდეგ პირველად მოვისმინე და ვნახე ეს ვიდეო“, – აცხადებს ის.

სოფიო ბიბილაშვილი ვარაუდობს, რომ ვიდეოში ძალადობა არ ჩანს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, გარშემომყოფები აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას.

"რატომ დატოვეს? ისეთი ხმა აქვს, თითქოს ეხვეწება, ცუდად არის. ცემა მანდ არ არის, თორემ ხალხი მიაქცევდა ყურადღებას. თავად გურიკა ცუდად არის, ეტყობა, ვეღარ მიდის და ეხვეწება, არ მიატოვონ, რომ იქ არ დარჩეს. თავისთავად მოწმეები იტყუებიან – გამოდის, რომ დაბლა იქეიფეს და გამთენიისას წავიდნენ მაღლა“, – ამბობს ის.

ცნობისთვის, უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და წარ­წე­რით: "მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ლო­მი­სა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“. ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ვი­დეო გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე."

და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ დე­დამ ვი­დე­ო­ში შვი­ლის ხმა ამო­იც­ნო.

"ბოლო წა­მებ­ზე ნამ­დვი­ლად ის­მის გან­წი­რუ­ლი ხმა: “კახა, არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი”. გუ­რა­მის დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ეს არის მისი შვი­ლის ხმა. ეს ვი­დეო 12 წლის წინ და­ი­დო იუ­თუბ­ზე" - წერს კა­კა­ბა­ძე.