loader

"ყოველთვის ჩემზე უკეთესს მხდიდი - შენი ავადმყოფობითაც კი აგრძელებ ამის გაკეთებას" - თეონა კონტრიძე მეუღლეს ემოციურ "პოსტს" უძღვნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოველთვის ჩემზე უკეთესს მხდიდი - შენი ავადმყოფობითაც კი აგრძელებ ამის გაკეთებას" - თეონა კონტრიძე მეუღლეს ემოციურ "პოსტს" უძღვნის

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე ქმართან ერთად ჯვრისწერის 18 წლისთავს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

მომღერალი წერს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს მათი ჯვრისწერის დღე იყო.

კონტრიძე აღნიშნავს, რომ ვერასდროს იფიქრებდა, თუ მათი ცხოვრება ერთად ასეთ „არარომანტიკულ ფაზაში“ შევიდოდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი კვლავ პოულობენ ძალას, რომ გზა ერთად გააგრძელონ და სირთულეებს ღირსეულად გაუმკლავდნენ. კონტრიძე მეუღლეს საკუთარ გმირს უწოდებს და ამბობს, რომ მისთვის ის კვლავაც გმირად რჩება.

"08.08.2008… ჩვენი ჯვრისწერის დღე. 18 წელი შეგვისრულდა… ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ცხოვრება შენთან ერთად ასეთ არარომანტიკულ ფაზაში შევიდოდა და, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვპოულობთ ძალას, რომ წინ ვიაროთ და ღირსეულად გავუძლოთ დარტყმას! როგორც იყავი ჩემი გმირი, ისე დარჩი, რადგან ყოფილი გმირები არ არსებობენ. შენ ყოველთვის ჩემზე უკეთესს მხდიდი, ვიდრე სინამდვილეში ვარ. შენი ავადმყოფობითაც კი აგრძელებ ამის გაკეთებას. დაე, ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული მოხდეს… კიდევ ერთი, რადგან მთავარი სასწაული უკვე მოხდა — სიყვარული!" - წერს თეონა კონტრიძე.

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის ქმა­რი ავად არის. ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერდა. კონ­ტრი­ძის ქმარს ხუთი წლის წინ გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

ნი­კო­ლაი კლო­პოვ­მა და თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იქორ­წი­ნეს. მას შემ­დეგ კონ­ტრი­ძე-კლო­პო­ვას წყვი­ლი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ და ბედ­ნი­ერ ოჯა­ხად ით­ვლე­ბი­ან.

ნი­კო­ლა­ის ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს - მა­მა­კა­ცი ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა, მაგ­რამ არც ის და არც მომ­ღე­რა­ლი არ და­ნე­ბე­ბუ­ლან. წყვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს ერ­თად გა­და­ლა­ხავს.