“მთები აყენია გადაყრილი ატმის… როცა ვეღარ გაყიდა გლეხმა, ადგა და ნერვებმოშლილმა გადაყარა - ნუ გამოხტებით, გაჭირვებულებს წაუღონო, ნერვებმოშლილმა სად უნდა წაუღოს?!” - გურჯაანში გასაყიდი ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადგილობრივებმა დიდი რაოდენობით ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამის შესახებ უჩა ქემაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს.
მისი თქმით, ადგილობრივი ფერმერები მოწეული მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, პროდუქცია ხევის პირას, ნაგავსაყრელზე დაეტოვებინათ.