loader

როგორ ეხმაურება სოფო ბიბილაშვილი შვილის "ფეისბუქ" გვერდზე ოსური დიალექტით გამოქვეყნებული პოსტს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება სოფო ბიბილაშვილი შვილის "ფეისბუქ" გვერდზე ოსური დიალექტით გამოქვეყნებული პოსტს?

12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა შვილის "ფეისბუქზე" ოსურ დი­ა­ლექ­ტზე გამოქვყენბუელი პოს­ტს ეხმაურება.

"გური, "მო­ვი­და დრო" - ეს რას ნიშ­ნავს შვი­ლო?" - წერს სოფო ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, "ფეისბუქზე" გურამ და­დი­ა­ნი­ძის პი­რად გვერ­დზე ოსურ დი­ა­ლექ­ტზე პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა. Арцыд растаг - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში, რაც ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს - "დრო მო­ვი­და".

ჯერ­ჯე­რო­ბით შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და უც­ნო­ბია, ვინ და­წე­რა პოს­ტი.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს. გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ჩა­ერ­თო. იმ ად­გი­ლას და მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვი­დან ჩა­ტარ­და, გა­მო­ი­ყე­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, სკა­ნე­რი, თუმ­ცა და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.

ასევე იხილეთ: "მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით" - კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა

"სასწრაფო ინფორმაციაა, გურიკა დადიანიძის ნამდვილი "ფეისბუქიდან" დაიწერა ეს პოსტი" - რა ინფორმაციას ავრცელებს კობა ახალაძე 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ?