loader

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე" - შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე" - შსს

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით შსს ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებ­ზე.

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე, მიმ­დი­ნა­რე წლის 18 აგ­ვის­ტოს გან­თავ­სე­ბუ­ლი პოს­ტის წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს არა­ერ­თი შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­ნას­წარ ფლობ­დნენ, რო­გორც გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა - სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, ასე­ვე ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე. რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცია "ტე­ლეგ­რამ­ში“ შექ­მნილ ჯგუფ­ში და­ი­გეგ­მა, რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დე­დის ახლო ნა­თე­სა­ვი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წარ­სულ­ში გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს, რომ­ლი­თაც და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ პრო­ფი­ლი იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, არ ჰყავ­და ახა­ლი მფლო­ბე­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მისი შე­ძე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნო­მე­რი შე­ი­ძი­ნა "ტე­ლეგ­რამ“ ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, რის შემ­დე­გაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ პრო­ფილ­ზე შეღ­წე­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ფე­ის­ბუქ პრო­ფილ­ზე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ამა­ვე ჯგუ­ფის სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ­მა ერთ-ერ­თმა წევ­რმა.

ასე­ვე, ჯგუ­ფის წევ­რებ­მა წარ­სულ­ში გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე გა­ა­აქ­ტი­უ­რეს სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცია (WhatsApp; Viber).

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე სა­კი­თხი არ გა­მო­ი­ყე­ნონ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის­თვის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში