"უმძიმესი ამბავია, შოკისმომგვრელი! მამა არის ძალიან მკაცრი?! შეყვარებული ცოცხლად წვავს და დამსახურებულ სასჯელად აღიქვამს?!" - 20 წლის ბიჭის ინტერვიუ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ნათია გვაზავამ (Natia Talks) ქუჩაში ჩაწერა 20 წლის ბიჭი, რომლის ინტერვიუსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ბიჭი ჰყვება, რომ სასულიერო პირის შვილია, მკაცრ პირობებში იზრდებოდა და ამის გამო სახლიდან წამოვიდა.
20 წლის ბიჭი ასევე ამბობს, რომ როცა არასწორად იქცევა, შეყვარებული სხეულს სიგარეტით უწვავს.
"არასწორად როცა ვიქცევი, შეყვარებული მასწავლის ტკივილით" - ამბობს ბიჭი.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას ბევრი ადამიანი აზიარებს და წერენ, რომ 20 წლის ბიჭს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.
"შეყვარებული ჰყავს მოძალადე, მანიპულატორი. ბიჭს აშკარად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა. უკეთესი იქნება, რომ სპეციალისტს მიმართოს...
ეს გოგო ჩვეულებრივი მოძალადე და მანიპულატორია და არ მგონია მამისგან წამოსვლის შემდეგ უკეთეს ადამიანთან იყოს. ძალიან სამწუხაროა.
ღმერთმა გიშველოს გიორგი, სასწრაფოდ ჩამოიშორე შეყვარებული. ეგ არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. აშკარად ორივეს ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ და მკურნალობა გჭირდებათ. არც ზედმეტი სიმკაცრეა კარგი და არც ასეთი ვითომ თავისუფლება. ღმერთმა სწორ გზაზე სწორ ადამიანებთან დაგაყენოს.
უძღები შვილი! დაბრუნდება ოჯახში და გარდასახვაც მოხდება, ძალიან ჭკვიანი ბიჭია და განათლებულიც არის. უბრალოდ, ახალგაზრდაა ჯერ და ჰგონია მწვერვალებს დაიპყრობს... მაგრამ ვინც ოჯახს განუდგა და მშობლები ვერ დააფასა სათანადოდ, მას გზა-კვალი აერია! ოღონდ ეს ბიჭი არის მარგალიტი, მასზე მოქმედებს მამის ლოცვა და ის შედგება საუკეთესო პიროვნებად... ამას დრო გვიჩვენებს!.. ამას ვგრძნობ!
მამა არის ძალიან მკაცრი ?! შეყვარებული ცოცხლად წვავს და დამსახურებულ სასჯელად აღიქვამს?! უმძიმესი ამბავია, შოკისმომგვრელი.
მესმის, რომ მშობლები გზღუდავდნენ და არასწორ მიდგომებს იყენებდნენ... მაგრამ შევება პოვო ისეთ ადამიანთან, რომელიც სხეულს სიგარეტით გიწვას... რომელ ნორმის ფარგლებში ჯდება?! ერთი მანიპულატორიდან მეორესთან გადაინაცვლე. ნურავის მისცემ უფლებას განსაზღვროს რომელი შენი ქმედება ცუდი ან კარგი. გისურვებ ბედნიერება და კომფორტის ზონა იპოვო შენს ცხოვრებაში. სხეულის სიგარეტით ამოწვა არის მარაზმი, სადისტობა. იმედია, ამას მალე გაცნობიერებ.
რაო? შეყვარებულზე მომესმა? მგონი, ახლა უფროა "ტყვეობაში". ბოლო კადრში ხელზე ძალიან უჭერს ეს გოგო თუ მეჩვენება, შველა სჭირდება ამ ბიჭს, ფსიქოლოგის დახმარება.
ეს რომ გოგო იყოს და ბიჭი ასე ექცეოდეს, ცალსახად ყველას ექნება რეაქცია, ეს გოგო აშკარად მოძალადე ფსიქოპატია.
ვფიქრობ, ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება. ძალიან საყვარელი ბიჭია, მაგრამ შეყვარებულისგან შორს თუ იქნება, უფრო კარგად იქნება" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.