loader

"ისეთი ამბავია, შიგნით ვერავინ შედის... ექსპერტმა ასეთი რამ თქვა" - რას ამბობენ მეზობლები ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 3 და ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი ამბავია, შიგნით ვერავინ შედის... ექსპერტმა ასეთი რამ თქვა" - რას ამბობენ მეზობლები ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 3 და ემსხვერპლა

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 3 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ნა­ი­რა, დალი და ლო­ლი­ტა რო­გა­ვე­ბი არი­ან.

რო­გორც “ტვ პირ­ველ­თან“ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, დე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია გახ­და, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუსტ მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

"ალ­ბათ საკ­ვე­ბის გამო, რო­გორც ჩანს რა­ღაც ჭა­მეს და მო­ი­წამლნენ. ალ­ბათ ფიქ­რობ­დნენ უკე­თე­სად ვიქ­ნე­ბი­თო და მოხ­და ასე­თი ტრა­გე­დია. 7 დღის გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ა­ნო, ასე თქვა ექ­სპერ­ტმა. ჩვენ­მა მე­ზო­ბელ­მა ნახა სა­მი­ვე, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.