loader

გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ანონიმური გვერდი "თანატოსი" ავრცელებს განცხადებას - "ყურადღებით ვიკვლევთ კახა გელაშვილის და მისი კომპანიის შესახებ ინფორმაციას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ანონიმური გვერდი "თანატოსი" ავრცელებს განცხადებას - "ყურადღებით ვიკვლევთ კახა გელაშვილის და მისი კომპანიის შესახებ ინფორმაციას"

12 წლის წინ მლეთაში გურამ დადაინიძის საქმესთან დაკავშირებით კიდევე ერთი ანონიმური გვერდის "თანატოსი" ავრცელებს განცხადებას.

"მოგესალმებით, ყურადღებით ვიკვლევთ კახაბერ გელაშვილის და მისი კომპანიის "შპს ოფისლაინის" შესახებ ინფორმაციას. "შპს ოფისლაინი"-ს 100%-იანი წილის მფლობელი კახაბერ გელაშვილია.

კომპანიის ოფიციალური საიტის საინფორმაციო ველში მითითებული აქვს პასპორტის ნომერი, რომელიც არის ტაჯიკეთის მოქალაქის - შირინბეგ კურბონალის. პასპორტის გაცემის თარიღი 2014 წლის 18 ივლისია, გურიკას დაკარგვიდან 1 თვისა და 7 დღის შემდეგ. ასევე გაირკვა, რომ პასპორტს ვადა 2023 წლის 6 ივნისს გაუვიდა და ამავე დღეს ამ ადამიანმა ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

ასევე მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს - გააკეთონ საჯარო, მკაფიო განცხადება. მათ მეტი იციან, ვიდრე ეს ხალხს გონია. გაჩერებას არ ვაპირებთ, თქვენამდეც მოვალთ!" - ნათქვამია ანონიმური გვერდის "თანატოსის" განცხადებაში.

ასევე იხილეთ: "ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე, თითოეულ მათგანზე ინფორმაციებს დეტალურად ვიკვლევთ და ამ პროცესის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ..." - ანონიმური ჯგუფი "ნასვამი ჩოჩორი" ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს