loader

რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს?

"მე ჩემი სიმართლე მაქვს თავიდან ბოლომდე" - ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის,პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ვიდეო: "TV პირველი"