ვერაზე სიცილის გამო მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა ვიდეოს აქვეყნებს
ნიკოლოზ ღუნაშვილი, რომელიც ვერაზე მომხდარ დანაშაულს ემსხვერპლა, წარმატებული აბიტურიენტი იყო. დღეს მასაც უნდა ეზეიმა უნივერსიტეტში ჩარიცხვა და სხვებთან ერთად გაეზიარებინა ეს სიხარული. თუმცა, არ დასცალდა.
17 წლის ბიჭის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
"ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე... მიყვარხარ ჩემო ცხოვრება..."
შეგახსენებთ, ვერაზე მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა, 43 წლის ნიკა კაპანაძემ გასროლა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაიჭრა, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.