loader

"ვაიმე დედა, ეს რა ხდება, სასწაულია" - უა­მინ­დო­ბამ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე დედა, ეს რა ხდება, სასწაულია" - უა­მინ­დო­ბამ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა

უა­მინ­დო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ებ­ი ამბობენ, რომ ორი სა­ათ­ზე მე­ტია გა­და­უ­ღებ­ლად წვიმს.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ სვირ­ში და­იტ­ბო­რა სახ­ნავ-სა­თე­სი ფარ­თო­ბე­ბი და ვე­ნა­ხე­ბი.

"ზესტაფონის მუნიციპიტეტი, სოფელი პირველი სვირი. ამ წუთებში მდინარე შაველას კალაპოტი, დაახლოებით, 7-8-ჯერ არის გაზრდილი მინიმუმ. დატბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები. ამ ხიდის (რაც ვიდეოში ჩანს) მშენებლობაზე ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ დიდი პრეტენზიები ჰქონდა მშენებელ კომპანიასთან, რომ მაღალი იყო და ასე არ უნდა გაკეთებულიყო.. ახლა რომ ის ძველი ხიდი ყოფილიყო, წყალი საერთოდ დაფარავდა, ალბათ, თუ წაღებული არ იქნებოდა უკვე..ზუსტად 2 საათი და 13 წუთია გადაუღებლად წვიმს," - წერს ჟურნალისტი თამთა კაკურიძე და ვიდეოს აქვეყნებს.