ავლაბარში კაცი მოკლეს
ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი.
თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტო: "მთავარი არხი"