კურორტი "გოდერძი" აჭარაში, სადავო მიწები და კომპენსაციის გარეშე დარჩენილი აჭარლები
ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე გოდერძის უღელტეხილი მალე სამთო-სათხილამურო კურორტად იქცევა. 1700 მეტრ ფართობზე საბაგირო გზები, სასრიალო ტრასები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა გასართობი ობიექტები განთავსდება და დამსვენებლებს ყველა სეზონზე უმასპინძლებს.
მიუხედავად შპს "გოდერძი რესორთის" დირექტორის მტკიცებისა, სირთულეები მაინც შეიქმნა. კურორტის პროექტში ზაკნების დასახლებაც მოხვდა. 90-იან წლებში გადაცემული მიწები, რომლითაც ამ დასახლების მცხოვრებლები დღემდე უპრობლემოდ სარგებლობდნენ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვთ. ტერიტორიაზე, სადაც 12 საცხოვრებელი სახლი და 50-მდე ოჯახის სამეურნეო სავარგულებია, ტექნიკა უკვე მობილიზებულია. თუმცა, აქაურების თქმით, სამუშაოები მათთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს.
ხალხის დაშინებაზე საუბრობს დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. გენო გელაძე სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობის -დასწრების მეთოდს უწუნებს.
კვლევის მასალებში, რომლებიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ სახელმწიფომ სადავო მიწა 2011 წელს დაიკანონა. ერთი წლის შემდეგ კი შპს "გოდერძი რესორთმა" კურორტის პროექტი ადგილობრივებს წარუდგინა. თუმცა მათთან კომპენსაციაზე საუბარი დღემდე არ ყოფილა.
ახალი კურორტის მშენებლობა აჭარას უფრო მიმზიდველს გახდის. როგორ გადაწყდება დავა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, ჯერ კიდევ უცნობია.
ავტორები: ნინო ხოზრევანიძე, ბელა თაბუაშვილი