"რა ცუდად მოექცნენ თამოს ფოტოგრაფები - უთხრეს გადი შენო, ჯორჯინას უღებდნენ..." - კადრები ვენეციის კინოფესტივალიდან, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა: რას წერს თამო ვაშალომიძე?
TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე უკვე მეორედ იმყოფებოდა. მას შვილის, სოფიას ესკიზის მიხედვით შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვიდეოში, რომელსაც თამო აქვეყნებს, ჩანს, რომ წითელ ხალიჩაზე კრიშტიანუ რონალდუს მეუღლის, ჯორჯინა როდრიგესის გვერდით პოზირებს.
"გალას" ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს სხვა ვერსია - სხვა რაკურსიდან გადაღებული კადრები გავრცელდა, რომელშიც თამო ვაშალომიძეს ფოტოგრაფები მიუთითებენ, რომ ჯორჯინას ფოტოს გადაღების დროს არ გადაეფაროს და გაიწიოს.
აღნიშნულ კადრებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ფოტოგრაფები თამოს უტაქტოდ მოექცნენ.
"რა ცუდად მოექცნენ თამოს პაპარაცები..."
"თამო უხერხულად გადაეფარა ჯორჯინას, კადრი რომ გამოსვლოდა, მაგრამ ფოტოგრაფების ქცევა ნორმალურია?"
"და რას წარმოადგეს, კარგად რომ მოქცეოდნენ? მივარდა და ჯორჯინას გადაეფარა, რომ თავის ვიდეოში ყველაფერი სხვანაირად დაედო"
"ფოტოგრაფების უტაქტობაზე გადავირიე"...
"ხელით ანიშნა ერთმა არ გაიაროო, ყოჩაღ, თამო, კარგად ქენი რომ მაინც გაიარეთ"...
"ვაშალომიძე თამომ გაიარა და გადი შენო უთხრეს, ჯორჯინას უღებდნენ და მაგიტომ... კი ისე უხეშები არიან..."
"უდროოდ გამოვიდა..."
"თამო ულამაზესი და უსაყვარლესი ხარ, შენ შენს სათქმელს ყველგან იტყვი შენი უბრალოებით და შრომისმოყვარეობით... უტაქტო ფოტოგრაფი ამით შენ არაფერი დაგაკლებს, გვიყვარხარ".
ვიდეოს კომენტარებში თავად თამო ვაშალომიძეც გამოეხმაურა:
"შეიძლება, იმ მომენტში ფოტოგრაფის კადრი გავაფუჭე, გეთანხმებით. მათი რეაქცია სასიამოვნო არ ყოფილა, თუმცა ყველა ასე არ მოქცეულა. ასეთია ცხოვრება.... ბედნიერი ვარ, რომ მიმიწვიეს ვენეციის კინოფესტივალზე და წითელ ხალიჩაზე ჩემი შვილის დიზაინით შექმნილი კაბით გავიარე. ეს ჩემთვის უაღრესად განსაკუთრებული და ამაღელვებელი მომენტი იყო. უდიდესი მადლობა ყველას კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. და რაც მთავარია - ჯორჯინა მშვენივრად გამოიყურებოდა".