loader

"ზუსტად ამ წუთას საქართველოში ახალი პირამიდა იკრებს ძალას" - რომან გოცირიძე საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზუსტად ამ წუთას საქართველოში ახალი პირამიდა იკრებს ძალას" - რომან გოცირიძე საზოგადოებას აფრთხილებს

ეკო­ნო­მის­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, TSQ-ში სა­უ­ბე­დუ­როდ, ქარ­თვე­ლებ­მა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გეს და ეს მძი­მე შემ­თხვე­ვა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი უნდა იყოს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

"რა­საც ვაფრ­თხი­ლებ­დი TSQ-ის პი­რა­მი­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­უ­ბე­დუ­როდ, მოხ­და - ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გეს ერთ წამ­ში ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

არას­რუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ორი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი პოს­ტი 1.2 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ამ გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ ვინ­მემ გა­და­ი­ფიქ­რა ამ თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბა და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი ზი­ა­ნის­გან იხ­სნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აპ­რი­ლის თვი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ თაღ­ლი­თუ­რი პი­რა­მი­დის და­ქოქ­ვა და მან პიკს აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვებ­ში მი­აღ­წია, მთავ­რო­ბას ამის თა­ო­ბა­ზე არც ერთი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია.

ეროვ­ნულ­მა ბან­კმა პირ­ვე­ლად მხო­ლოდ 30 ივ­ლისს გა­აფრ­თხი­ლა ხალ­ხი ზო­გა­დად პი­რა­მი­დუ­ლი სქე­მე­ბის საფრ­თხის შე­სა­ხებ, ისე, რომ არ უხ­სე­ნე­ბია კონ­კრე­ტუ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი TSQ-რე­ა­ლუ­რად არარ­სე­ბუ­ლი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კომ­პა­ნია. არც მის მიერ 26 აგ­ვის­ტოს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში იყო ნახ­სე­ნე­ბი ეს კომ­პა­ნია და მხო­ლოდ ზო­გა­დი რჩე­ვე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა.

ეს უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, "უკან მი­დევ­ნე­ბუ­ლი ლამ­პა­რი" იყო. ე.წ. ჰენ­რი ჯონსმა-ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით შექ­მნილ­მა რო­ბოტ­მა, რო­მე­ლიც ხალ­ხს ნამ­დვილ ადა­მი­ა­ნად მი­აჩ­ნდა-ბოლო ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ 25 აგ­ვის­ტო­დან დრო­ე­ბით, 4 სექ­ტემ­ბრამ­დე, აჩე­რებ­და ფუ­ლის გა­ტა­ნას და მო­უ­წო­და ისე­დაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ხალ­ხს, კვლავ აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ.

გან­სხვა­ვე­ბით სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სი­რაქ­ლე­მის პო­ზა­ში ყოფ­ნა არ­ჩია, რად­გან თა­ვად "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი მი­ნის­ტრე­ბი იყ­ვნენ ბრალ­დე­ბუ­ლი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მე­ბის-ქოლ-ცენ­ტრე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. მას ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა. არ­ჩია, ჩა­მოხ­რჩო­ბი­ლის ოჯახ­ში თოკ­ზე არ ელა­პა­რა­კა.

ეს მძი­მე შემ­თხვე­ვა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი უნდა იყოს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

ზუს­ტად ამ წუ­თას სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პი­რა­მი­და იკ­რებს ძა­ლას. ძველ­მა თა­ვი­სი მო­ძო­ვა და წა­ვი­და - ალ­ბათ, ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში სა­ბა­ლა­ხოდ. ახა­ლი კი კვლავ შე­ეც­დე­ბა აქ ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას.

არარ­სე­ბულ ჰენ­რის ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს მი­აგ­ნებს. აი, ამ პი­რა­მი­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და ე.წ. ლი­დე­რებს კი პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოთ" - წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.