loader

"გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება" - რას წერს ეკა კუპატაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება" - რას წერს ეკა კუპატაძე?

26 წლის მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­რიგ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი აღარ არის ქე­თე­ვან ვარ­და­ნაშ­ვი­ლი.

ის ასე­ვე ეხ­მი­ა­ნე­ბა ნია იმ­ნა­ძის და­კა­ვე­ბას.

"სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება:—დედაჩემს დაურეკეთ! გიგა ავალიანმა იცოდა, ვინ იყო მისი დედა და რა ძლიერი იყო მათი დედაშვილობა! ჰოდა, მე ისევ აქა ვარ! გიგას გარდაცვალების წამიდან რატომ შემოვედი სოციალურ ქსელში საბრძოლველად, ვერ გაიგო მკვლელების ოჯახებმა და შვილების დაჭერის შემდეგ რიგრიგობით გამართეს სოც-ცირკაობა, მაგრამ გაიგო ხალხმა, რომელიც ჩემთვის საზოგადოებაა და მათთვის ბრბო! ჰოოო და, ჩვენ — ყველამ ერთად — ვაღიარეთ სამართლის და კანონის უზენაესობა.ვაღიარეთ და შევძელით კიდეც

ეკა კუპატაძე იცავს გიგა ავალიანის ღირსებას! პროკურატურა იცავს გიგა ავალიანის ღირსებას და სახელმწიფოს ღირსებას! სასამართლომ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ღირსება და მომავალი თაობის უსაფრხოება! საზოგადოება მხარს გვიჭერს სამართალში, გვაკვირდება გამადიდებელი ლუპით და გვიმაგრებს ზურგს!

გუშინ გავიდა ნია იმნაძის დაჭერიდან ერთი თვე. იმ "გულჩვილი" და "სამართლიანი" ხალხის აზრი მაინტერესებს ლ(ь)ეგიტიმური კითხვები რომ ჰქონდათ: ხომ არ გაგირკვევიათ, ახლა, როცა საქმის მასალები გადაეცათ, რატომ აღარ ჩხავის თამარ ნავროზაშვილი "ნიაკო" უდანაშაულოაო?ან სად გაქრა ის ცირკაჩი ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი?ან თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარი ბებო და ბიძა, ლეკიშვილი-პატიეშვილის დაწერილი ტექსტი რომ აგვიპოსტა? ნია იმნაძეს კლინიკაში

რომ ხელი სტკიოდა, ვითომდა ბორკილების დადებით, როგორ არის მოიკითხეთ? ნია იმნაძის დაიკოს წინა კვირაში ფსიქოლოგიური პრანჭვები დაწყებია და ისიც მოიკითხეთ.(ჰო, აი ის, ტელეფონით მშვიდად რომ იღებდა "ნიაკოს" დაჭერას, დედის ისტერიკების და მამის მუქარების ფონზე, მეორე დღეს კი ტელეკამერების წინ იღერებდა ყელს.) მათ გასაგონად, ვინც ყველა ბრუნვაში და დროში ატრიალა:— პოლიციამ მტკიცებულებების გარეშე, სპეცოპერაციით დააპატიმრა არასრულწლოვანი ღამის 11 საათზეო, განვმარტავ:— პოლიცია მოსამართლის განჩინებით იმნაძის დასაჭერად მივიდა დაახლოებით 16:00 სთ-ზე.

არ გაუღეს კარი ადვოკატ-ებ-ის გარეშე; პოლიცია მოთმინებით ელოდა ადვოკატებს დაახლოებით 6 საათი!(ადვოკატმა ლაივი ჩართო 22 სთ-მდე რამდენიმე წუთით ადრე, ანუ ღამის 10 საათზე და არა 11 საათზე, რაღაცები მაინც დაამთხვიეთ.) აი, ვარდისფერი ბრჭყვიალა ბორკილები მართლა არ ჰქონდათ და ბოდიში "ნიაკოს".

ბაბლმა რომ ძალიან არ ინერვიულოთ, ამასაც გეტყვით ბარემ: ნია იმნაძის დაჭერისას, როგორც კი ლეკიშვილმა ლაივი შეწყვიტა, თამარ ნავროზაშვილმაც ჩხავილი შეწყვიტა და წყნარ, მშვიდ გარემოში დააპატიმრეს "ნიაკო". ისტერუილ კითხვაზე, თუ რატომ დაიჭირეს სახლში და არ დაიბარეს პოლიციაში, გიპასუხებთ: მას

შემდეგ რაც საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას და გამოძიება მიმდინარეობს გენერალური და ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, ნია იმნაძე იმდენჯერ დაიბარეს პოლიციაში, რომ სათვალავი მეც კი ამერია, მაგრამ არც ერთხელ არ მისულა.(ფსიქოლოგიური პრანჭვები ემართებაო — ლეკიშვილმა.)

სასამართლოზეც კი იძულების წესით მიიყვანეს 7 მაისს და "გაიყვანეთ ცუდად არ გახდეს!"-ო — ერთხმად აწიოკდნენ გიორგი ლეკიშვილი და ნასყიდაშვილის ადვოკატები. ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი აღარ არის ქეთევან ვარდანაშვილი.ახალმა ადვოკატმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.რასაც კანონი არ უზღუდავს, მაგრამ ეკა კუპატაძე შვილის მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. (რით ვეღარ გაიგეს!) არადა, გახსოვთ ალბათ, ანასტასია ბერუაშვილის ოჯახი იყო

ერთადერთი, ვისაც მოვუწოდე გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან მაშინ მეგონა, რომ ის უბრალოდ რიკაძის შიშით დუმდა. ბერუაშვილის ოჯახისგან მივიღე შეურაცხმყოფელი უკუკავშირი. მერაბ მალანიას ჰგონია მიმავიწყდა და აბრიალებს თვალებს:— ჩემი ვაჟკაცი თავს დამნაშავედ არ სცნობსო. არადა, მერაბ მალანიას ყველაზე მეტად უნდა, რომ მისი შვილი დამნაშავე იყოს, თანაც ამ მუხლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე გაბაშვილის და ნია იმნაძის მიერ

ორგანიზებული და უფრო დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისთვის დასაჭერია მერაბ მალანია, მისი მეუღლე ვერიკო ქარჩავა და სხვანი. მერაბ მალანიავ, ალბათ არ დაგირეკეს, შენ აგონიაში ხარ და ვერ მიხვდებოდი, ჰოდა მე გეტყვი:— კვალში გიდგავარ(თ)! და კიდევ, მერაბ მალანიამ რომ მხრები აიჩეჩა, რის

საფუძველზე ამბობს პროკურორი, გიორგი მალანიამ იცოდა გიგა ავალიანის გადაადგილების მარშრუტიო, მე გეტყვით:

1) გიორგი მალანიამ იცოდა, რომ გიგა ცხოვრობდა თემქაზე და სახლში მიდიოდა ფეხით!

2) გიგა მოკლეს იმ სკოლის წინ, რომელიც დაამთავრა მერაბ მალანიამ და მამამისი, როლანდ მალანია იყო

ისტორიის მასწავლებელი!

3) ის უბანი ბრალდებული გიორგი მალანიასთვის მშობლიური უბანია! და ბოლოს ყველასთვის საინტერესო,კითხვა

I: — ყველა დაიჭირეს?ჩემი პასუხი: — არასრულწლოვნები კი!კითხვა

II: — გამოძიება გრძელდება? ჩემი პასუხი: — კი! კითხვა

III: — რაღას იძიებენ? ჩემი პასუხი: — ოოოოოო!" - წერს ეკა კუპატაძე.