loader

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცახდებას ავრცელებს: "რაც შეეხება კონკრეტული ფოტოგრაფის დამოკიდებულებას..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცახდებას ავრცელებს: "რაც შეეხება კონკრეტული ფოტოგრაფის დამოკიდებულებას..."

TAMO’S SKIN-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თამო ვა­შა­ლო­მი­ძე ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე უკვე მე­ო­რედ იმ­ყო­ფე­ბო­და. მას შვი­ლის, სო­ფი­ას ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ულა­მა­ზე­სი კაბა ეცვა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ვი­დე­ო­ში, რო­მელ­საც თამო აქ­ვეყ­ნებს, ჩანს, რომ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს მე­უღ­ლის, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სის გვერ­დით პო­ზი­რებს. აღ­ნიშ­ნულ კად­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი თა­მოს უტაქ­ტოდ მო­ექ­ცნენ.

თამო ვა­შა­ლო­მი­ძე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცახ­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გას­ვლის დრო სტუმ­რის სურ­ვილ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ და თა­ვად გე­უბ­ნე­ბი­ან, რო­დის უნდა გახ­ვი­დე. ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ზუს­ტად ასე მოხ­და: როცა ჩემი დრო მო­ვი­და, მი­თხრეს, რომ უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე გა­და­სა­ღე­ბი ზო­ნაა.

ერთ მხა­რეს ფო­ტოგ­რა­ფე­ბი არი­ან, მე­ო­რე მხა­რეს ვი­დე­ოგ­რა­ფე­ბი, შემ­დეგ კი ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში გა­და­დი­ხარ, სა­დაც ასე­ვე გაქვს პო­ზი­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო, და ბო­ლოს გა­სას­ვლე­ლის ზო­ნაა. ამას იმი­ტომ ვწერ, რომ ბევ­რმა და­წე­რა, თით­ქოს მე „შე­ვი­ჭე­რი“. არა, როცა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მი­თხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გა­ვე­დი და

დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ან შე­ნიშ­ვნა არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას - რა თქმა უნდა, ამის ყუ­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო არ იყო, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა ასე­თი არ არის. ჯორ­ჯი­ნა ულა­მა­ზე­სი ქა­ლია და მა­საც, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქალს, ბევრ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. და თქვენ, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ამ­დე­ნი თბი­ლი მე­სი­ჯი მომ­წე­რეთ და მხარ­ში და­მი­დე­ქით დიდი მად­ლო­ბა!" - წერს თამო ვა­შა­ლო­მი­ძე.