loader

რომელ მაღალჩინოსანს უწინასწარმეტყველებს დაჭერას გია ხუხაშვილი?! - "მგონია, რომ მათი ჯერიც ძალიან მალე დადგება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ მაღალჩინოსანს უწინასწარმეტყველებს დაჭერას გია ხუხაშვილი?! - "მგონია, რომ მათი ჯერიც ძალიან მალე დადგება"

"მართლმსაჯულება პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა მას შემდეგ, რაც უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებსა და სხვა საჯარო პირებთან ისიც დაიბარეს.ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გამოქვეყნებულმა წერილმა ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე არაერთი კითხვა გააჩინა, თუმცა გამოკითხვაზე სწორედ ისინი დაიბარეს, ვინც ამ თემებზე მხოლოდ კითხვები დასვა.

- ჩემი და იმ პირების გამოკითხვაზე დაბარება, რომლებსაც ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გვქო­ნია, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიების მიზანი სიმართლის დადგენა კი არა, პოლიტიკური ამოცანის შესრულება იყო. პროკურატურაში მისვლამდეც საჯაროდ მქონდა ნათქვამი, რომ ღარიბაშვილის წერილამდე ამ ადამიანის არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი. ამის შემდეგ ჩემი დაბარება და კითხვების დასმა, ვიცნობდი თუ არა მას, აბსურდი იყო, მით უფრო, პასუხები წინასწარ იცოდნენ. მე ჯორბენაძის საქმეზე არც მისაუბრია. მხოლოდ ღარიბაშვილის წერილს იმ პოლიტიკურ პროცესს შევეხე, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვა. თუ გამოძიებას მართლაც აინტერესებდა წერილში ნახსენები კონკრეტული გარემოებები, მაშინ გამოკითხვაზე ჩვენ კი არა, ის პირები უნდა დაებარებინა, რომლებზეც ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ მიუთითა - ანუ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ღარიბაშვილის­ პრემიერობის მიმართ, მის სიტყვას ამ შემთხვევაში მაინც აქვს პოლიტიკური და ინფორმაციული წონა. ის პრემიერ-მინისტრი იყო და სიღრმისეულ ინფორმაციას ფლობდა.

- პროკურატურაში რეალურად რა აინტერესებდათ და რამდენად შეესაბამებოდა დასმული კითხვები იმ განცხადებებს, რომლებიც საჯაროდ გაქვთ გაკეთებული?

- მე ტელეეთერებში ძირითადად სხვა გახმაურებულ საქმეებზე ვსაუბრობდი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის საქმეზეც. თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება მხოლოდ იმის დადგენით არ უნდა დასრულდეს, რომ ადამიანმა სიცოცხლე თვითონ მოისწრაფა. მთავარია, დადგინდეს, რამ მიიყვანა ის ამ გადაწყვეტილებამდე. რიჟვაძის შემთხვევაში მან თავად განაცხადა, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რადგან ვიღაც მისგან რაღაცას მოითხოვდა. ამის შემდეგ კი საჯარო სივრციდან გაქრა. იგივე შეიძლება ითქვას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეც. არ ვამტკიცებ, რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა თვითმკვლელობაც რომ ყოფილიყო, მთავარ კითხვას მაინც პასუხი სჭირდება, რამ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი ამ გადაწყვეტილებამდე. პროკურატურაში არც რიჟვაძის საქმეზე უკითხავთ რამე და არც ბაჩალიაშვილის. მთელი გამოკითხვა იმაზე იყო აგებული, ვიცნობდი თუ არა ჯორბენაძესა და მასთან დაკავშირებულ პირებს. საჭირო იყო ფორმალური საფუძვლის შექმნა იმისთვის, რომ შემდეგ პროპაგანდისტულ სივრცეში ეთქვათ, ადამიანები საუბრობდნენ თემაზე, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთ პროცესში მთელი საგამოძიებო სისტემაა ჩართული. გამომძიებლების პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ იძულებული არიან შეასრულონ პოლიტიკური დავალებები. მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ პასუხისმგებლობები და კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური დავალების შეუსრულებლობას. ამიტომ იძულებული არიან დაემორჩილონ სისტემას.

- როგორ გგონიათ, ამ საქმეზე ირაკლი კობახიძეს თუ არა, მამუკა მდინარაძეს მაინც თუ დაიბარებენ?

- წესით, უნდა დაიბარონ. ირაკლი ღარიბაშვილი როდესაც პოლიტიკურ დევნისა და განუკითხაობის სისტემაზე საუბრობდა, თავადაც ამ სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილე იყო. ეს არის სისტემის ბუნება. ის გარკვეულწილად მაფიოზურ მოდელზეა აწყობილი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას ბოსი იღებს და მისი ხელისბიჭების ბედიც მთლიანად მის ნებაზეა დამო­კიდებული - ვინ დასაჯოს და ვინ დაიცვას. ჩემი აზრით, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს კარგი არაფერი ელით, იმის მიუხედავად, ხელისუფლება შეიცვლება თუ არა. მგონია, მათი ჯერიც ძალიან მალე დადგება.

განაგრძეთ კითხვა>>>