"ცეცხლოვანი ბურთი" შევარდა სასტუმროში, ვაიმე, ღმერთო ნახეთ რა ხდება" - ვრცელდება დაუჯერებელი კადრები ურეკიდან
გუშინწინ, დამსვენებლებმა და ადგილობრივებმა შავ ზღვაში გიგანტური ქარბორბალა დააფიქსირეს. ვიდეოები სოციალურ ქსელში შეკვეთილიდან, ურეკიდან და ქობულეთიდან გაავრცელეს. მოქალაქეებმა მას უჩვეულო მოვლენა უწოდეს.
როგორც "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ამბობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქარბორბალა საქართველოში ადრეც ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ ლექსიკონში სიტყვა ქარბორბალა არ იარსებებდა. მისი პროგნოზირება კი არ ხდება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, მოქალაქე ამბობს, რომ სტიქიამ მისი მეგობრის სასტუმრო "ლიონი" დააზარალა.
"ცეცხლოვანი ბურთი შევარდა სასტუმროს " ლიონ"- ის მეორე სართულზე და მთლიანად გაანაგურა აპარტამენტი. მადლობა უფალს მსხვერპლი არ იყო," - წერს ლალი თავართქილაძე.
კადრებს სოციალურ ქსელში ლალი თავართქილაძე ავრცელებს.