loader

ლაშა ბექაური ლომის ბოკვერთან ერთად მორიგ ვიდეოს ავრცელებს - ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ბექაური ლომის ბოკვერთან ერთად მორიგ ვიდეოს ავრცელებს - ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს

ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური "Tik-tok"-ზე მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის, ისევ ლომის ბოკვერთან ერთადაა.

ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

ცნობისთვის, 2024 წელს ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ავტომანქანით მოძრაობდა, გვერდითა სავარძელზე კი ლომის ბოკვერი ჰყავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბექაური ავტომანქანით ავტობუსის ზოლში მოძრაობდა.

აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოებში კითხვები გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ლომის ბოკვერი საქართველოში მოხვედრილიყო, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძემ უპასუხა - „მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდით.”

ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ველური ცხოველის შემოყვანაზე სპეციალურ ნებართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო მას არ გაატარებს.