loader

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"კომენტარი გინდოდათ? მიიღეთ. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ბლოგერს ხშირად ხედავენ ინტერნეტში, ესე იგი, პირადად იცნობენ მას...

ვიცი, რომ ყველასთვის დაურ ბუავა არის გმირი, რომელიც აფხაზეთისთვის იბრძოდა.

მე ვერ დავუკარგავ მას იმ გზას, რომელიც თავისი საქმიანობის განმავლობაში გაიარა. მაგრამ როცა მიგზავნით წყევლას ან შეურაცხყოფას, გავიწყდებათ, ყველაზე მთავარი - იმ პროექტებისა და ვიდეოების 70%-ში, რომლებსაც დაური ქმნიდა, კადრს მიღმა მე ვიდექი, სადღაც ჩემი მონტაჟი იყო, სადღაც - ჩემი იდეები, თითქმის ყველა ვიდეოში ხელით ვწერდი სუბტიტრებს. თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რამდენად რთული გზა გავიარე მასთან და მის შემდეგ...

მე და დაური ამ წლის იანვარში დავშორდით და უკვე 8 თვეა, რაც სხვა ქვეყანაში ვიმყოფები.

დაური ჩემზე 9 წლით უფროსი იყო. 32 წლის გახდებოდა დეკემბერში. ჩვენ ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა, რომელმაც საბოლოოდ მთლიანად გამომფიტა. თუ ის საკუთარ თავზე ზრუნვას ვერ ახერხებდა, როგორ ფიქრობთ, შეძლებდა ჩემზე, ან ზოგადად, ოჯახზე ზრუნვას“- წერს ნინო ცხოვრებაძე.

ასევე იხილეთ: დაურ ბუავას მშობლების პირველი კომენტარი

ვრცელდება დაურ ბუავას საქმეში არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები - "გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლუ­რად მი­ვა­წო­დოთ ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი"

"გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, დაურმა ძალიან ბევრი რამ მომიყვა. ზუსტად ვიცი..." - რას აცხადებს დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე?