loader

მოსკოვის მეტროში ბანკის მენეჯერმა თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის მეტროში ბანკის მენეჯერმა თავი მოიკლა

მოსკოვის მეტროპოლიტენში სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ჩახტა მამაკაცი რელსებზე მატარებლის მოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე. ტრაგედია 26 ივნისს თვითმხილველების თვალწინ მოხდა.

გაირკვა, რომ გარდაცვლილი 24 წლის რუსი ივან მალიკია, რომელიც ერთ-ერთ ესპანურ ბანკში მუშაობდა. მოსკოვში იგი მოლაპარაკებების გამართვისთვის ჩაფრინდა და უნდა დაბრუნებულიყო მადრიდში, თუმცა იქამდე ტუმენში მშობლების მონახულებას აპირებდა.

გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ შვილის თვითმკვლელობის მიზეზი ვალები გახდა. მალიკს კრედიტი ჰქონდა აღებული, რათა მშობლებს სახლის აშენებაში დახმარებოდა. თუმცა ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც კრედიტის დაფარვას ვეღარ ახერხებდა.