ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს - "შემდეგ ჯერზე დავრწმუნდები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს შეამოწმებენ, შიგნით რაიმე უცნაური რომ არ ჩადოს"
"სამედიცინო შემოწმებები დასრულებულია. დავბრუნდი" - ამის შესახებ UFC-ის ქართველმა მებრძოლი ილია თოფურია X-ზე წერს.
"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. დავბრუნდი. იმ ყველა კლოუნს, ვინც ამდენი ხანი სისულელეებს ლაპარაკობდა და ჩამოწერილი ვყავდი - აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის ეყოფა ერთი ადგილი.
გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობა. შემდეგ ჯერზე დავრწმუნდები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს შეამოწმებენ, შიგნით რაიმე უცნაური რომ არ ჩადოს". მალე შევხვდებით", - წერს თოფურია.
ცნობისთვის, 15 ივნისს, ილია თოფურია, თეთრ სახლში, UFC-ის ღონისძიებაზე, მთავარ ბრძოლაში, ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. ეს ილიასთვის კარიერის პირველი მარცხია.