loader

"ეს ინ­ფორ­მა­ცია ბა­ღის მასწავლებლებისგან და მშობ­ლე­ბის­გან მაქვს - და­ზუს­ტე­ბით ვიცი, რომ ქა­თა­მი, რო­მე­ლიც ბა­ღებ­ში მი­ი­ტა­ნეს, აყ­რო­ლე­ბუ­ლი და უვარ­გი­სი იყო" - ლაშა ფარულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ინ­ფორ­მა­ცია ბა­ღის მასწავლებლებისგან და მშობ­ლე­ბის­გან მაქვს - და­ზუს­ტე­ბით ვიცი, რომ ქა­თა­მი, რო­მე­ლიც ბა­ღებ­ში მი­ი­ტა­ნეს, აყ­რო­ლე­ბუ­ლი და უვარ­გი­სი იყო" - ლაშა ფარულავა

"მე და­ზუს­ტე­ბით ვიცი, რომ ქა­თა­მი, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში მი­ი­ტა­ნეს, აყ­რო­ლე­ბუ­ლი და უვარ­გი­სი იყო. ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის ბა­ღებ­ში პრო­დუქ­ცია არ მი­ი­ღეს და რო­დე­საც სა­ა­გენ­ტოს­თან ამ­ყა­რებ­დნენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, სა­ა­გენ­ტო გას­ცემ­და რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ეს ხორ­ცი მი­ე­ღოთ და გა­ე­რე­ცხათ, რის შემ­დე­გაც სუნი აღარ ექ­ნე­ბო­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან და მშობ­ლე­ბის­გან მაქვს.

ბა­ღე­ბის ნა­წილ­მა ეს პრო­დუქ­ცია მი­ი­ღო და ახლა მი­დის ამის ჩა­ფარ­ცხვა. რამ­დე­ნი წე­ლია, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და პი­რა­დად კახი კა­ლა­ძის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, არ უნდა დად­გეს პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა? ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბი­ო­ტე­რო­რიზ­მია, რა­საც თბი­ლი­სის მე­რია აკე­თებს. 2-იდან 4 წლამ­დე ბაგა-ბა­ღის ბავ­შვებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა არ შე­უძ­ლი­ათ და იმ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა ეს, სა­დაც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლაშა ფა­რუ­ლა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.