loader

ხმაური სასამართლოში - ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს; ქალი დარბაზიდან სასწრაფომ საკაცით გაიყვანა, რას ამბობს თურქეთის მოქალაქის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური სასამართლოში - ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს; ქალი დარბაზიდან სასწრაფომ საკაცით გაიყვანა, რას ამბობს თურქეთის მოქალაქის ადვოკატი?

ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა.

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 20 წლის გოგო დარბაიდან საკაცით გაიყვანეს.

გოგონა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ფლობელმა ის საცხოვრებელ სახლში გააუპატიურა.