"ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ" - პატარა ევას ვიდეოს თურქი მსახიობი აზიარებს, მილიონობით რეაქცია და აღფრთოვანებული უცხოელები
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ევა ბუთიაშვილის სახელი ძირითადად ქართულ სოციალურ ქსელებში იყო ცნობილი. დღეს კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან პატარა გოგონას ვიდეოებს უკვე უცხოელებიც აქტიურად ეხმაურებიან - მათ შორის, თურქი ინტერნეტმომხმარებლებიც.
განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცნობილმა თურმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა. ვიდეოში პატარა ევა, ბაბუასთან ერთად, კამერის წინ თავისი განსაკუთრებული მანერით პოზირებს. "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ", - წერს დემეთი. მსახიობი, რომელიც მოცეკვავეც არის, სავარაუდოდ, პატარა გოგონას საკუთარ თავს ამსგავსებს - სწორედ ასე აღიქვეს თურქი ვარსკვლავის ფანებმა ოზდემირის მიერ დაწერილი წინადადება. განაგრძეთ კითხვა