loader

რა კადრები დააფიქსირა მოქალაქემ დილის 7 საათზე ნუცუბიძის პლატოზე? - "ბოლოს ერთი დაგვემუქრა - პატრულის გამოძახებას აზრი არ აქვსო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კადრები დააფიქსირა მოქალაქემ დილის 7 საათზე ნუცუბიძის პლატოზე? - "ბოლოს ერთი დაგვემუქრა - პატრულის გამოძახებას აზრი არ აქვსო"

"ნუცუბიძის პლატოზე ამ ეზოში სულ ასე დაწანწალებენ.

ეს ძაღლი რომ არ გამეზარდა შარშან, მგონი, 5 ან 6 ბიჭი ნიღბით ჩვენს მოპედს კაი ხანი დასტრიალებდა, მაგრამ ლაქის გამო ახლოს ვერ მოდიოდნენ. ერთი მოპედთან მივიდა, უნდა გაეყვანა, ფანჯრიდან რომ დავუყვირე, გაიქცნენ, მაგრამ პოლიციამ ისეთი განცხადება დაწერა, მგონი, ნიღბები ეკეთათო. აი, მოპედს ხელი დაადესო და წავიდნენო. ისიც გვითხრეს, მოპედი სახლში შეიყვანეთო.

წუხელ, 5 საათზე, ორი ბიჭი მანქანებს ამოწმებდა. გავედით და შეყვარებულს ველოდებითო. გვეკითხებოდნენ, ქურდებს ვგავართო? ორმა გოგომ ეზოდან გავყარეთ, მაგრამ მეზობლებს არც შეუმჩნევიათ. ამიტომ ვფიქრობ, ყველა ყველაფერს იმსახურებენ. უნდა გატეხონ და მოიპარონ.

ბოლოს 7 საათი სრულდებოდა, რომ დაბრუნდნენ და გვერდით კორპუსში "სპარი" გატეხეს.

ამ "სპარს" თვეში 2-ჯერ ტეხავენ.

ბოლოს ერთი ქურდბაცაცა დაგვემუქრა - პატრულის გამოძახებას აზრი არ აქვს, გამოცდილი მაქვსო.

სანამ ასე არ გახვალთ, ხმას არ ამოიღებთ და არ მოითხოვთ დასჯას, გატეხილი მანქანების ღირსიც ყოფილხართ" - ამის შესახებ მოქალაქე ანონიმურად სოციალურ ქსელის ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.