"დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან - ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე" - რა ვიდეოს აქვეყნებს ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის ბიჭის დედა?
10 სექტემბერს, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში არქივიდან შვილის ვიდეოს აქვეყნებს.
ეკა მხატვრიშვილი ვიდეოს ურთავს ემოციურ პოსტს, რომელშიც წერს:
"დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და არსად დადოო – მითხრი, სულ თვალს გადევნებდი იმ ავბედითი ღამის გარდა, ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე და არა არაკაცების ნათქვამ სადღეგრძელოზე. კაცობა არასდროს შეშლია და სახელი დატოვა ადამიანობის“, – წერს ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში.