loader

სომეხმა ბლოგერმა ჩურჩხელის ამოვლების ვიდეო გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომეხმა ბლოგერმა ჩურჩხელის ამოვლების ვიდეო გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩურ­ჩხე­ლის მომ­ზა­დე­ბის ვი­დე­ომ ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი აუ­დი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი ერ­თმა­ნეთს კი­დევ ერთხელ და­უ­პი­რის­პი­რა. სო­მეხ­მა ბლო­გერ­მა Anjela Vardi Erevan-მა ჩურ­ჩხე­ლის მომ­ზა­დე­ბის ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა მის პოსტს ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ბლო­გე­რი ამ­ჟა­მად სომ­ხეთ­ში, სი­უ­ნი­ქის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ტა­ტე­ვის მო­ნას­ტერ­ში იმ­ყო­ფე­ბა. სწო­რედ იქ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ის ნიგვზით ჩურ­ჩხე­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს აჩ­ვე­ნებს.

ავ­ტო­რი დე­ტა­ლუ­რად წერს რე­ცეპტ­ზეც. მის ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ში შე­დის ნი­გო­ზი, შა­ქა­რი, ფქვი­ლი, ყუ­რძნის წვე­ნი, ვა­ნი­ლი, და­რი­ჩი­ნი, მი­ხა­კი და ლი­მონმჟა­ვა. მომ­ზა­დე­ბის აღ­წე­რა­ში კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ნი­გოზს ძაფ­ზე აც­ვამს, შემ­დეგ ყუ­რძნის წვე­ნის­გან მომ­ზა­დე­ბულ სქელ მა­სა­ში ავ­ლებს და გა­საშ­რო­ბად კი­დებს.

სწო­რედ პოს­ტში გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა სა­ხელ­წო­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რი წერს, რომ "ჩურ­ჩხე­ლა ქარ­თუ­ლია“ და აღ­ნიშ­ნავს, რომ სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და თურ­ქულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში მსგავს ტკბი­ლე­ულს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. განაგრძთ კითხვა